სიახლე

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

ტვ ოდიში

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო სწრაფად ჩაუნიშნეს, სწრაფად გაასამართლეს და საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯეს. სადიგოვი 4 აპრილს, ღამით დააკავეს და სასამართლო ღამითვე შედგა, რომელმაც ქვეყნიდან სადიგოვის გაძევების გადაწყვეტილება გამოიტანა. აფგან სადიგოვის ცოლი და ადამიანთა უფლებადამცველები ამ გადაწყვეტილებას დაუშვებლად მიიჩნევენ, რადგან ცოლი არ გამორიცხავს, რომ ბაქოში სადიგოვს სიკვდილი […] The post აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო სწრაფად ჩაუნიშნეს, სწრაფად გაასამართლეს და საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯეს. 

სადიგოვი 4 აპრილს, ღამით დააკავეს და სასამართლო ღამითვე შედგა, რომელმაც ქვეყნიდან სადიგოვის გაძევების გადაწყვეტილება გამოიტანა. აფგან სადიგოვის ცოლი და ადამიანთა უფლებადამცველები ამ გადაწყვეტილებას დაუშვებლად მიიჩნევენ, რადგან ცოლი არ გამორიცხავს, რომ ბაქოში სადიგოვს სიკვდილი ელის – ის აზერბაიჯანში ადრეც იყო დაპატიმრებული, თუმცა სასჯელის მოხდის შემდეგაც აგრძელებდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მკაცრ კრიტიკას. 

The post აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი