უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს
უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის არაკეთილსინდისიერად მომსახურებასა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულ 5 ადამიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორს, რეზო ალადაშვილს 100 000-ლარიანი საპატიმრო გირაო, მის კიდევ ერთ თანამშრომელსა და 3 ქვეტკონტაქტორი კომპანიის დირექტორს კი, 50 000-50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდათ. აღნიშნული მოქალაქეები საპატიმრო დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებენ, რაც ისინი გირაოს გადაიხდიან. სასამართლო პროცესზე, როგორც რეზო ალადაშვილმა, ასევე დანარჩენმა პირებმა, რომლებიც ქვეკონტაქტორი კომპანიების დირექტორები იყვნენ, დანაშაული აღიარეს. კერძოდ კი ის, რომ ისინი მიღება-ჩაბარების აქტებში აფიქსირებდნენ, რომ რეალურზე მეტ ბენეფიციარს გაეწია კვებითი მომსახურება,… The post უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →