უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი თანხის მითვისების საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ცნობისთვის, შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონთან“ ერთად, 2024-2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და ჯამში სახელმწიფოს კუთვნილ 3 529 000 ლარს დაეუფლნენ. აღნიშნული კომპანიების მფლობელებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა) წარედგინათ, ხოლო შპს „Aladashvili & co“-ს თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.180-ე მუხლის… The post უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი თანხის მითვისების საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი წარედგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →