„დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა“ – Le Figaro საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე — Cnoba
ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას ეხმაურება და ვრცელ სტატიას აქვეყნებს. “მან საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური განვლო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა” – წერს ცნობილი ფრანგული გამოცემა. “1977 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივი მსახურების მქონე რელიგიურ ლიდერად მოგვევლინა. მისი მწყემსმთავრობის პერიოდში ეკლესიამ საგრძნობლად განამტკიცა ავტორიტეტი და გავლენა ქვეყნის საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. სამშობლოში უდიდესი ავტორიტეტის მქონე ილია II-მ, საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქმა, გადამწყვეტი როლი შეასრულა პოლიტიკური კრიზისების დაძლევაში; ხშირად იყო მედიატორი დაპირისპირებულ მხარეებს შორის.… The post „დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა“ – Le Figaro საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.