თებერვალში საქართველომ ნავთობპროდუქტები ტოგოში ექსპორტზე გაიტანა — Cnoba

News.ge სიახლე 19 Mar 2026, 15:20

საქსტატის მონაცემებით, საქართველომ ვაჭრობა აფრიკის ერთ-ერთ პატარა სახელმწიფო ტოგოსთან დაიწყო. აქამდე ტოგოსთან საქართველოს რაიმე პროდუქტის ექსპორტი ან იმპორტი არ ჰქონია. სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის იანვარ-თებერვალში, ტოგოში საერთო ჯამში 19 მილიონ დოლარზე მეტი თანხის ნავთობპროდუქტების ექსპორტი მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქსტატის მიხედვით, ტოგო ექსპორტის მაჩვენებლით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია, ისრაელი, გერმანია, იტალია […]

საქსტატის მონაცემებით, საქართველომ ვაჭრობა აფრიკის ერთ-ერთ პატარა სახელმწიფო ტოგოსთან დაიწყო.
აქამდე ტოგოსთან საქართველოს რაიმე პროდუქტის ექსპორტი ან იმპორტი არ ჰქონია.
სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის იანვარ-თებერვალში, ტოგოში საერთო ჯამში 19 მილიონ დოლარზე მეტი თანხის ნავთობპროდუქტების ექსპორტი მოხდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქსტატის მიხედვით, ტოგო ექსპორტის მაჩვენებლით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია, , გერმანია, იტალია და ასე შემდეგ.


რელევანტური