სანქციები მკაცრდება, ჯარიმები იზრდება – გაფრთხილება მძღოლებს — Cnoba
პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და იზრდება არსებული სანქციები. სანქციები შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებს შეეხება: ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა; იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა. The post სანქციები მკაცრდება, ჯარიმები იზრდება – გაფრთხილება მძღოლებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.