ხვალიდან ჯარიმები იზრდება – რა დარღვევების გამო მოუწევთ მძღოლებს გაზრდილი ჯარიმის გადახდა?
მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან მძღოლებს გარკვეული დარღვევებისთვის გაზრდილი ჯარიმები დაეკისრებათ. გთავაზობთ იმ დარღვევების შესახებ ინფორმაციას, რომლის გამოც ორ დღეში მძღოლებს გაზრდილი ჯარიმები დაეკისრებათ: 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით; 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის; 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით; 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის… The post ხვალიდან ჯარიმები იზრდება – რა დარღვევების გამო მოუწევთ მძღოლებს გაზრდილი ჯარიმის გადახდა? appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →