სიახლე

თეირანში დემონსტრაციებს პარალელურად მასშტაბური აფეთქება მოხდა

მედიაცენტრი

თეირანში, იმ მოედანზე, სადაც დემონსტრაციები უნდა გამართულიყო, მასშტაბური აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ქვეყნის ტელევიზია ავრცელებს. ამავე ცნობით, აფეთქება აშშ-ისრაელის „დაბომბვის“ შედეგი იყო, რომელიც თეირანის ცენტრალური სატრანსპორტო არტერიის, ენგელაბის ქუჩის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დღეს თეირანში „ყუდსის ძალების“ მხარდამჭერთა დემონსტრაცია უნდა გამართულიყო, სადაც, სავარაუდოდ, ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი და ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მთავარი მრჩეველი ალი ლარიჯანი უნდა გამოსულიყო. The post თეირანში დემონსტრაციებს პარალელურად მასშტაბური აფეთქება მოხდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი