სიახლე
ლიეჟში სინაგოგასთან აფეთქება მოხდა
მედიაცენტრი
ბელგიის ქალაქ ლიეჟში, 9 მარტის ღამეს, სინაგოგასთან აფეთქება მოხდა, – იტყობინება VRT პოლიციაზე დაყრდნობით. აფეთქება დაახლოებით დილის 04:00 საათზე მოხდა. გამოცემის ცნობით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა მატერიალური ზიანი „მნიშვნელოვანია“. შენობის ფასადზე ჩამსხვრეულია ფანჯრები, ასევე დაზიანებულია მოპირდაპირე შენობების მინებიც. ლიეჟის მერმა, ვილი დემეიერმა, მომხდარს „ანტისემიტიზმის უკიდურესად სასტიკი აქტი“ უწოდა, რომელიც „ლიეჟის სხვების მიმართ პატივისცემის ტრადიციას ეწინააღმდეგება“. „დაუშვებელია, რომ გარე კონფლიქტებმა ჩვენს ქალაქში შემოაღწიოს“, – განაცხადა დემეიერმა. The post ლიეჟში სინაგოგასთან აფეთქება მოხდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.