სიახლე

ერაყში იტალიის ბაზას რაკეტა დაეცა

GuriaNews

BBC– ის ინფორმაციით, იტალიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ერაყის ნახევრად ავტონომიურ ქურთულ რეგიონში, ერბილში მდებარე იტალიურ ბაზას ღამით რაკეტა დაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სამინისტრომ არ დააკონკრეტა, თუ ვინ იდგა თავდასხმის უკან. იტალიას ერბილში დაახლოებით 300 ჯარისკაცი ჰყავს, რომლებიც ქურთულ ძალებს წვრთნიან. ერბილი, სადაც ასევე მდებარეობს აშშ-ის სამხედრო ბაზა, ირანის საპასუხო დარტყმების მთავარი […] The post ერაყში იტალიის ბაზას რაკეტა დაეცა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

BBC– ის ინფორმაციით, იტალიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ერაყის ნახევრად ავტონომიურ ქურთულ რეგიონში, ერბილში მდებარე იტალიურ ბაზას ღამით რაკეტა დაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას  მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სამინისტრომ არ დააკონკრეტა, თუ ვინ იდგა თავდასხმის უკან. იტალიას ერბილში დაახლოებით 300 ჯარისკაცი ჰყავს, რომლებიც ქურთულ ძალებს წვრთნიან.

ერბილი, სადაც ასევე მდებარეობს აშშ-ის სამხედრო ბაზა, ირანის საპასუხო დარტყმების მთავარი სამიზნეა მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს.

The post ერაყში იტალიის ბაზას რაკეტა დაეცა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი