სიახლე

სალენტოს ჰანგები საქართველოს დედაქალაქში

მედიაცენტრი

იტალიის საელჩოს მიერ იტალიის რეგიონების პოპულარიზაციის მიზნით შექმნილიპროექტი წარმატებით გრძელდება და წელს იტალიის კიდევ ერთ რეგიონს, პულიას ეძღვნება: ფესტივალი “მწვანე საღამოების“ ფარგლებში, ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა სალენტოს ფოლკლორული მუსიკის კონცერტი. კონცერტში, რომელიც იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა, მონაწილეობდა იტალიელი მომღერალი და მუსიკოსი კონსუელო ალფიერი, რომელმაც ქართველ მსმენელს დაუვიწყარი საღამო აჩუქა – გარმონის, დაირასა და ვიოლინოს მეშვეობით აჟღერებულმა ჰანგებმა და თავბრუდამხვევმა ცეკვის რიტმმა მსმენელი მოაჯადოვა და სალენტოს უძველესი კულტურისა და მუსიკალური ტრადიციების სამყაროში ამოგზაურა. კონცერტის მომდევნო დღეს იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ მონაწილეობა მიიღო ფესტივალის ფარგლებში გამართულ და უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაში: თბილისის ბოტანიკური ბაღის „დავიწყებული ხილის ხეივანს“, რომელიც 2021 წელს ტონინო გუერას „დავიწყებული ხილის ბაღის“ მსგავსად შეიქმნა და იტალიიდან სპეციალურა…

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი