სიახლე

,,თანამშრომლებისა და ნათესავის მონაცემებით ონლაინ სესხი გაააქტიურა” – შსს-მ 1 ადამიანი დააკავა

მედიაცენტრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანამშრომლებისა და ნათესავის თანხმობის გარეშე, მათი პირადი მონაცემების გამოყენებით, ერთ-ერთი ბანკიდან ონლაინ სესხი გაააქტიურა და მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას. საბანკო ორგანიზაციისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 48 130 ლარი შეადგინა” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post ,,თანამშრომლებისა და ნათესავის მონაცემებით ონლაინ სესხი გაააქტიურა” – შსს-მ 1 ადამიანი დააკავა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი