სიახლე

„თავდები ვიყავი და მსესხებელმა სესხი არ გადაიხადა“ – რისი გაკეთება შეუძლია მოქალაქეს, თუ სესხი ხანდაზმულია

GuriaNews

წლების წინ თავდებთან ერთად გაფორმებული სესხები დღესაც ბევრ მოქალაქეს პრობლემას უქმნის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძირითადი მსესხებელი ვალდებულებას აღარ ასრულებს და ფინანსური პასუხისმგებლობა თავდებზე გადადის. რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ასეთი მოთხოვნა ხანდაზმულად და აქვს თუ არა მოქალაქეს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, ამ და სხვა საკითხებზე „კვირის პალიტრასთან“ ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა […] The post „თავდები ვიყავი და მსესხებელმა სესხი არ გადაიხადა“ – რისი გაკეთება შეუძლია მოქალაქეს, თუ სესხი ხანდაზმულია appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

წლების წინ თავდებთან ერთად გაფორმებული სესხები დღესაც ბევრ მოქალაქეს პრობლემას უქმნის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძირითადი მსესხებელი ვალდებულებას აღარ ასრულებს და ფინანსური პასუხისმგებლობა თავდებზე გადადის.

რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ასეთი მოთხოვნა ხანდაზმულად და აქვს თუ არა მოქალაქეს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, ამ და სხვა საკითხებზე „კვირის პალიტრასთან“ ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი პასუხობს.

მაქვს ხანდაზმული სესხი, რადგან ვიყავი თავდები და მსესხებელმა არ გადაიხადა. რა შეიძლება გავაკეთო? შემიძლია სასამართლოში სარჩელი დავწერო?

– სესხიდან გამომდინარე მოთხოვნებზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. თუ სესხის უკანასკნელი გადახდიდან ან ვალდებულების შესრულების ბოლო ვადიდან გასულია სამი წელი და ამ პერიოდში კრედიტორს არ მიუმართავს სასამართლოსთვის, მოთხოვნა ითვლება ხანდაზმულად. მოცემულ შემთხვევაში თქვენ წარმოადგენთ თავდებს და არა ძირითად მსესხებელს. თავდების პასუხისმგებლობა სამართლებრივად არის აქცესორული ხასიათის, რაც ნიშნავს, რომ იგი დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების არსებობასა და მოცულობაზე. შესაბამისად, თუ ძირითადი ვალდებულება (ძირითადი მსესხებლის ვალი) შეწყდება, შემცირდება ან გახდება ხანდაზმული, იგივე სამართლებრივი ბედი, როგორც წესი, ვრცელდება თავდების ვალდებულებაზეც. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის საკითხის დაყენება მიზანშეწონილია როგორც ძირითადი მსესხებლის, ისე თქვენი მხრიდან. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ სასამართლოში შესაბამისი მოთხოვნა უნდა იქნეს წარმოდგენილი ორივე პირის მიერ, ვინაიდან თავდების ვალდებულება უშუალოდ არის დაკავშირებული ძირითადი მსესხებლის ვალდებულებასთან და მისგან დამოუკიდებლად ვერ იარსებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ დადასტურდება, რომ გასულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა და არ არსებობს მისი შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი საფუძველი, თქვენ და ძირითადმა მსესხებელმა უნდა მიმართოთ სასამართლოს მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობის თაობაზეგააგრძელეთ კითხვა…

The post „თავდები ვიყავი და მსესხებელმა სესხი არ გადაიხადა“ – რისი გაკეთება შეუძლია მოქალაქეს, თუ სესხი ხანდაზმულია appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი