,,ასეთ გაურკვეველ დროში მეგობრებს მნიშვნელობა აქვს“- რობერტა მეცოლა
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ კანადის მაგალითზე, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამაც, შესაძლოა, ევროკავშირთან ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადაიყვანონ და „ასოცირებული წევრობის“ სტატუსი მიიღონ. მეცოლას განმარტებით, მსგავსი ღირებულებების მქონე სახელმწიფოები უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებისკენ ისწრაფვიან, კანადისთვის შეთავაზებული მოდელი კი სრულუფლებიან წევრობასა და კანდიდატის სტატუსს შორის არსებულ ალტერნატივას წარმოადგენს. „არსებობენ ქვეყნები, რომლებთანაც ურთიერთობების გაღრმავება გვსურს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს სხვა ქვეყნებსაც მოიცავს და სხვებიც მოგვაკითხავენ. ასეთ გაურკვეველ დროში მეგობრებს მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა. The post ,,ასეთ გაურკვეველ დროში მეგობრებს მნიშვნელობა აქვს“- რობერტა მეცოლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →