სიახლე

ყველა დაბადების თვეს თავისი ფერი აქვს – გაიგე, რას ნიშნავს ეს შენთვის

GuriaNews

იანვარი ფერი: კარამელისფერი. თვისებები: ლოგიკურობა, პრაქტიკულობა, მოვლენების რეალურად აღქმა. როდის გამოვიყენოთ: როდესაც არ გყოფნით სტაბილურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. მნიშვნელობა: დისციპლინირებულობის დახმარებით ეს ფერი არ მოგცემთ საშუალებას, ასცდეთ რეალობას და მყარად იდგებით მოცემულ დროს მიწაზე. თებერვალი ფერი: მკვეთრი იასამნისფერი. თვისებები: ფანტაზია, წარმოსახვა, სულიერება. როდის გამოვიყენოთ: როდესაც გრძნობთ, რომ რაღაცაზე ემოციურად ხართ ჩაიციკლული. მნიშვნელობა: მკვეთრი იასამნისფერი დაგეხმარებათ […] The post ყველა დაბადების თვეს თავისი ფერი აქვს – გაიგე, რას ნიშნავს ეს შენთვის appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

იანვარი

ფერი: კარამელისფერი.

თვისებები: ლოგიკურობა, პრაქტიკულობა, მოვლენების რეალურად აღქმა.

როდის გამოვიყენოთ: როდესაც არ გყოფნით სტაბილურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

მნიშვნელობა:  დისციპლინირებულობის დახმარებით ეს ფერი არ მოგცემთ საშუალებას, ასცდეთ რეალობას და მყარად იდგებით მოცემულ დროს მიწაზე.

თებერვალი

ფერი: მკვეთრი იასამნისფერი.

თვისებები: ფანტაზია, წარმოსახვა, სულიერება.

როდის გამოვიყენოთ: როდესაც გრძნობთ, რომ რაღაცაზე ემოციურად ხართ ჩაიციკლული.

მნიშვნელობა: მკვეთრი იასამნისფერი დაგეხმარებათ სულიერ სიმყარესა და ძალების მოკრებაში.

მარტი

ფერი: სუფთა წყალი.

თვისებები: თანაგრძნობა, ინტუიციურობა, დაფარულობა.

როდის გამოვიყენოთ: როდესაც გჭირდებათ მუზა, სიახლე, გსურთ ყური დაუგდოთ შინაგან ხმას.

მნიშვნელობა: ეს ფერი გეხმარებათ, ერთმანეთს დაუკავშიროთ ცნობიერი და არაცნობიერი სამყაროები.

აპრილი

ფერი: მკვეთრი წითელი.

თვისებები: ფეთქებადობა, ენერგიულობა, ვნება, სიმამაცე.

როდის გამოვიყენოთ: როდესაც საჭიროებთ ენერგიის ახალ დოზას, ძალას და უშიშრად გინდათ, რომ იგრძნოთ თავი.

მნიშვნელობა: ეს ფერი გამოიმუშავებს ენთუზიაზმს და ხელს უწყობს გამარჯვებისკენ სწრაფვას.

მაისი

ფერი: ბალახისფერი მწვანე.

თვისებები: სტაბილურობა, გაფურჩქვნა, გაახალგაზრდავება.

როდის გამოვიყენოთ: როდესაც გსურთ, მიაღწიოთ ძალის და სურვილის ბალანსს.

მნიშვნელობა:  თავდაჯერებული და სავსე ცხოვრება. მოცემული ფერი ხელს უწყობს გამთლიანებას და სტაბილურობას.

ივნისი

ფერი: ოქროსფერი.

თვისებები: მასტიმულირებელი, მბრწყინავი.

როდის გამოვიყენოთ: როდესაც გჭირდებათ ურთიერთობა და ახალი პარტნიორები.

მნიშვნელობა: ავსებს ენერგიითა და ახალი ძალით.

ივლისი

ფერი: ღია მარჯნისფერი.

თვისებები: მზრუნველობა, სინაზე, მიმღებლობა.

როდის გამოვიყენოთ: როდესაც საჭიროებთ ემოციურ ზრუნვას და გამთლიანებას სულიერი ტრავმებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს.

მნიშვნელობა: ნაზი მარჯნისფერი ასოცირდება ქალურ ენერგიასთან და ამაღლებს მიმღებლობის განცდას. მისი დახმარებით ცხოვრება ივსება სიყვარულით და სიხარულით.

აგვისტო

ფერი: ფორთოხლისფერი.

თვისებები: თავდაჯერებულობა, ძალა, ენერგიულობა.

როდის გამოვიყენოთ: თუ გაწუხებთ ზედმეტი სიმორცხვე, გსურთ გახდეთ კრეატიული და მეტად დატკბეთ სიცოცხლით.

მნიშვნელობა: ეს ფერი ასოცირდება ძალასთან და დიდებულებასთან.

სექტემბერი

ფერი: მუქი ცისფერი.

თვისებები: სიბრძნე, ხელოვნება, თავდაჯერებულობა.

როდის გამოვიყენოთ: როდესაც გჭირდებათ სიმშვიდე და საკუთარი ცხოვრების დალაგება.

მნიშვნელობა: ეს ფერი ასოცირდება სილამაზესთან, უმანკოებასთან და სიბრძნესთან.

ოქტომბერი

ფერი: ლაჟვარდისფერი.

თვისებები: სიმშვიდე, გაწონასწორებულობა.

როდის გამოვიყენოთ: თუ ილტვით სიმშვიდის მოსაპოვებლად, ბალანსის აღსადგენად.

მნიშვნელობა: განაწყობს ადამიანს, ერთდროულად იყოს ძლიერიც და იმოქმედოს საღი გონებით.

ნოემბერი

ფერი: ბორდოსფერი.

თვისებები: ვნება, მოტივაცია, აქტიურობა.

როდის გამოვიყენოთ: როდესაც გჭირდებათ, გადალახოთ რამე რთული პერიოდი, ლიბიდოს ასამაღლებლად.

მნიშვნელობა: ძლიერი და ვნებიანი, ეს ფერი ხელს უწყობს სიყვარულის და გრძნობების გაღრმავებას.

დეკემბერი

ფერი: მუქი ლურჯი

თვისებები: გასხივოსნება, გონიერება.

როდის გამოვიყენოთ: მოგზაურობის დროს.

მნიშვნელობა: ღრმა მეოცნების ფერი აღნიშნავს სიბრძნეს და ოპტიმიზმს.

The post ყველა დაბადების თვეს თავისი ფერი აქვს – გაიგე, რას ნიშნავს ეს შენთვის appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი