,,პოლონეთმა რუსეთის წინააღმდეგ ომი რომ დაიწყოს, მისი სახელმწიფოებრიობა 2-3 დღეში გაქრება” – პატრუშევი
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევი გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას ნატო-ს მიერ რუსეთზე შესაძლო სწრაფი გამარჯვების შესახებ. პატრუშევის თქმით, თუ ვარშავა რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, პოლონეთის სახელმწიფოებრიობა არსებობას 2-3 დღეში შეწყვეტს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, რომ პოლონური დიპლომატიის ხელმძღვანელი არაპროფესიონალურად აფასებს რუსეთის სამხედრო ძლიერებას. მისი თქმით, ვარშავას არ სურს გაიგოს, რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის შეიარაღებული ძალები საკუთარ სრულ პოტენციალს არ იყენებენ. „რაც შეეხება ვარშავის მიერ საკუთარი ძალების შეფასებას, პოლონური დიპლომატიის ხელმძღვანელი აშკარად არაპროფესიონალურად აფასებს ჩვენი ქვეყნის სამხედრო ძლიერებას და არ სურს, გაიგოს, რომ… The post ,,პოლონეთმა რუსეთის წინააღმდეგ ომი რომ დაიწყოს, მისი სახელმწიფოებრიობა 2-3 დღეში გაქრება” – პატრუშევი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →