უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო პოლონეთმა სამხედრო ავიაცია გაააქტიურა
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი მასშტაბური თავდასხმის გამო, პოლონეთმა საკუთარი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო ავიაცია გაააქტიურა. ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის აქტივობის გამო, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებს ახორციელებს, პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაციის ოპერაციები დაიწყო“, – აღნიშნულია განცხადებაში. მოქმედი პროცედურების შესაბამისად, საჰაერო ოპერაციების ცენტრის მეშვეობით ამოქმედდა მორიგე ძალები, ხოლო სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდა. პოლონური მხარის განმარტებით, აღნიშნული ზომები პრევენციულ ხასიათს ატარებს. The post უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო პოლონეთმა სამხედრო ავიაცია გაააქტიურა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →