სიახლე

“ჩვენი თანადგომა მაია კოხტაშვილს! ბოტებს რომ ექიმი დაგჭირდებათ, ვის მიაკითხავთ? – ტროლ-ექიმს?.. ვერ გიშველით…” – ლაშა ბუღაძე

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “ჩვენი თანადგომა მაია კოხტაშვილს! ბოტებს რომ ექიმი დაგჭირდებათ, ვის მიაკითხავთ? – ტროლ-ექიმს?.. ვერ გიშველით…” – ლაშა ბუღაძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავების ფაქტს მძიმე ემოციური შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: “ჩეკისტებისგან გადმოიღეს “მავნებელ-ექიმთა საქმე” ამ პატარა სტალინისტებმა… ბოტებს რომ ექიმი დაგჭირდებათ, ვის მიაკითხავთ? – ტროლ-ექიმს?.. ვერ გიშველით… ჩვენი თანადგომა მაია კოხტაშვილს! 1 საათში 50 ათასი ლარი შეგროვდა რეპრესიულ სამიზნედ ამოღებული ექიმისთვის, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი უმთავრესი ძალა […] “ჩვენი თანადგომა მაია კოხტაშვილს! ბოტებს რომ ექიმი დაგჭირდებათ, ვის მიაკითხავთ? – ტროლ-ექიმს?.. ვერ გიშველით…” – ლაშა ბუღაძე პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“ჩვენი თანადგომა მაია კოხტაშვილს! ბოტებს რომ ექიმი დაგჭირდებათ, ვის მიაკითხავთ? – ტროლ-ექიმს?.. ვერ გიშველით…” – ლაშა ბუღაძე

ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავების ფაქტს მძიმე ემოციური შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე:

“ჩეკისტებისგან გადმოიღეს “მავნებელ-ექიმთა საქმე” ამ პატარა სტალინისტებმა…

ბოტებს რომ ექიმი დაგჭირდებათ, ვის მიაკითხავთ? – ტროლ-ექიმს?.. ვერ გიშველით… ჩვენი თანადგომა მაია კოხტაშვილს!

1 საათში 50 ათასი ლარი შეგროვდა რეპრესიულ სამიზნედ ამოღებული ექიმისთვის, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი უმთავრესი ძალა სოლიდარობა, კოორდინირებულობა და ერთ მუშტად შეკვრაა.

ისიც გვავიწყდება ხოლმე, რომ სინამდვილეში უმრავლესობა ჩვენ ვართ და ავტოკრატს ის ნარჩევი “უმრავლესობაც” კი აღარ ჰყავს, ვისზეც მთელი ეს წლები იდგა რიტორიკული თუ პრაქტიკული ძალით (“ღარიბაშვილიდან ხარაზიშვილამდე”).

ეს სუსტი რეჟიმია, რომელიც იქ იგებს, სადაც ძალადობს, ჩვენ კი ძალადობა არ შეგვიძლია, არ გამოგვდის და მორალურად და კულტურით უცხოა ჩვენთვის. ცოტანი არიან, მაგრამ ეფექტურები ძალადობაში. არადა, მთავარი მოძალადეები – 24-25 წლის დეკემბერ-იანვრის მრბეველ-მწამებლები – უკვე აღარ და ვეღარც ჰყავთ თავიანთ რიგებში.

არსებულ სისტემას “ფინანსური კონფორმისტები” და უპასუხისმგებლო მუქთახორებიღა უმაგრებენ ზურგს. მათი ზურგია რუსეთიც, რომელიც ყოველთვის ზურგი იყო და ჩვენი ფრუსტრაციის მიზეზიც უპირველესად პუტინის დაუსრულებელი ომი, მისი რეჟიმის გაჭიმულობა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობაა, რაც ასევე ხელს აძლევს ამ ქვეყნის შიდა თუ გარე მოძულეებს.

როგორ უნდა ვაქციოთ სოლიდარობა ენერგიად, რომ მოძალადემ ვერ შეძლოს მომავლის წართმევა?

როგორ შეიძლება უკვე გაგდებული ხარაზიშვილის 100-150 ნიღბიან მოძალადეს გადაყვეს საქართველოს დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი?!” – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტაში დააკავეს ექიმი-ნევროლოგ მაია კოხტაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით ექიმს მოუწყვეს პროვოკაცია, კერძოდ ერთი ადამიანი მას გაეცნო როგორც ლოგინად ჩავარდნილი და გაუსაძლისი ტკივილის მქონე ავადმყოფის ოჯახის წევრი და მისთვის ფსიქოტროპული პრეპარატის გამოწერა სთხოვა, რაზეც დაეთანხმა ექიმი.

სასამართლომ მაია კოხტაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახედ 50 ათასი ლარი საპატიმრო-გირაოს შეუფარდა. აღნიშნული თანხა ექიმის ახლობლებმა, მეგობრებმა, მხარდამჭერებმა 1 საათის განმავლობაში შეაგროვეს.

“ჩვენი თანადგომა მაია კოხტაშვილს! ბოტებს რომ ექიმი დაგჭირდებათ, ვის მიაკითხავთ? – ტროლ-ექიმს?.. ვერ გიშველით…” – ლაშა ბუღაძე
პარალელი


მსგავსი