ყალბი რეცეპტის გაცემისთვის ბრალდებულ ექიმს, მაია კოხტაშვილს, 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს
ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, მოსამართლე მარინე ცერცვაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. კოხტაშვილი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. ექიმს სასამართლომ დაავალა, ორ კვირაში ერთხელ შესაბამის ორგანოში გამოცხადდეს და საქართველოს საზღვრის გადაკვეთა აუკრძალა. სხდომაზე პროკურორმა, მანანა თანდაშვილმა კოხტაშვილისთვის პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარე პატიმრობის მოთხოვნას არ დაეთანხმა. ადვოკატ ილია ოთარაშვილის განცხადებით, ბრალდებაში პროკურორის მიერ სხდომაზე დასახელებული ყველა გარემოება, ბრალდებაში ასახული არ არის. მისი თქმით, კოხტაშვილი დანაშაულს აღიარებს, თუმცა არ არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ადვოკატმა 50 000-ლარიანი გირაო და პროფესიული საქმიანობის შეჩერება მოითხოვა. სასამართლოზე სიტყვის… The post ყალბი რეცეპტის გაცემისთვის ბრალდებულ ექიმს, მაია კოხტაშვილს, 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →