სიახლე

,,უკრაინამ რუსეთში რვა ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა”- ზელენსკი

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რვა ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს, რომლებიც რუსეთის სამხედრო აგრესიას უჭერდა მხარს. ზელენსკის ცნობით, სამიზნეებს შორის იყო იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და დაღესტნის საზღვაო პორტი. გარდა ამისა, საჰაერო დარტყმები განხორციელდა მოსკოვის, ვორონეჟის, ასტრახანისა და ბრიანსკის ოლქებში მდებარე ობიექტებზეც. უკრაინის პრეზიდენტმა გაწეული სამუშაოსთვის უკრაინელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ოკუპანტი მხარის ნებისმიერი აგრესიული ნაბიჯი პასუხის გარეშე არ დარჩება. „რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ყოველდღიურ ტერორს აგრძელებს და ყოველდღიურად შესაბამის პასუხს იღებს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. The post ,,უკრაინამ რუსეთში რვა ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა”- ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი