სიახლე

6 თვე ვერ იმუშავებს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც უკრაინამ დაარტყა

Alia

Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა, მუშაობას კიდევ 6 თვის განმავლობაში ვერ განაახლებს. გამოცემის ცნობით, უკრაინელების თავდასხმამ ქარხანას სერიოზული ზიანი მიაყენა. მათი ინფორმაციით, “გაზპრომ ნეფტის” ქარხანაზე დარტყმამ დააზიანა პირველადი გადამამუშავებელი ობიექტი, რომელიც ქარხნის სიმძლავრის 53%-ს შეადგენს. ცნობისთვის, მიმდინარე თვეში, უკრაინამ კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც კრემლიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, ორჯერ დაარტყა. The post 6 თვე ვერ იმუშავებს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც უკრაინამ დაარტყა appeared first on .

პირველწყარო →

Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა, მუშაობას კიდევ 6 თვის განმავლობაში ვერ განაახლებს.

გამოცემის ცნობით,  უკრაინელების თავდასხმამ ქარხანას სერიოზული ზიანი მიაყენა. მათი ინფორმაციით, “გაზპრომ ნეფტის” ქარხანაზე დარტყმამ დააზიანა პირველადი გადამამუშავებელი ობიექტი, რომელიც ქარხნის სიმძლავრის 53%-ს შეადგენს.

ცნობისთვის, მიმდინარე თვეში, უკრაინამ კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც კრემლიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, ორჯერ დაარტყა.

The post 6 თვე ვერ იმუშავებს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც უკრაინამ დაარტყა appeared first on .


მსგავსი