სიახლე

პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

მედიაცენტრი

რუსეთის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, დიალოგი ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა და „კონსტრუქციული და გულახდილი“ ხასიათის იყო. მხარეებმა სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვსა და კიევში განხორციელებული ვიზიტები განიხილეს. კრემლში ამერიკელი მომლაპარაკებლების ვიზიტის შედეგები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული არხით თანამშრომლობა გაგრძელდება. უშაკოვის თქმით, ტრამპი დაინტერესებულია, რომ თავისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში გარღვევას მიაღწიოს. ამერიკულ მხარეს გამართული სატელეფონო საუბრის შინაარსზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. The post პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი