,,უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი” – სტივ უიტკოფი
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში მისი და ამერიკის ლიდერის სიძის, ჯარედ კუშნერის ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესია. „მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, მათ შორის დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის მიმართულებით“, – თქვა უიტკოფმა. მან ასევე განაცხადა, რომ ტრამპი ძალისხმევას არ იშურებს, რათა „მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მიღწევას შეუწყოს ხელი. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მასა და კუშნერთან ერთად რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრებში მონაწილეობდნენ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს… The post ,,უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი” – სტივ უიტკოფი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →