,,ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული” – კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გახსნა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო სტაბილურობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მრავალმხრივი პარტნიორობის აუცილებლობას კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად. პრემიერი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას. „საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია ადგილზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრებასა და უფლებებზე აისახება. ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების… The post ,,ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული” – კობახიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →