სიახლე

სიღნაღში საკუთარ სახლში კაცი დაჭრეს – ბრალდებული მისივე ნათესავია

Alia

შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მისივე საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნათესავს სანადირო თოფიდან გასროლით დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის […] The post სიღნაღში საკუთარ სახლში კაცი დაჭრეს – ბრალდებული მისივე ნათესავია appeared first on .

პირველწყარო →

შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მისივე საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნათესავს სანადირო თოფიდან გასროლით დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო” – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post სიღნაღში საკუთარ სახლში კაცი დაჭრეს – ბრალდებული მისივე ნათესავია appeared first on .


მსგავსი