სიახლე

ბათუმის ბულვარში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

GuriaNews

ბათუმის ბულვარში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 18 აგვისტოს, ადრე დილით მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბულვარში ორი კაცი დაუპირისპირდა ერთმანეთს – ერთმა მოწინააღმდეგე სავარაუდოდ მინის ნამსხვრევით დაჭრა, მეორემ კი – დანა გამოიყენა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 120-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა, ან საერთო […] The post ბათუმის ბულვარში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ბათუმის ბულვარში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 18 აგვისტოს, ადრე დილით მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბულვარში ორი კაცი დაუპირისპირდა ერთმანეთს – ერთმა მოწინააღმდეგე  სავარაუდოდ მინის ნამსხვრევით დაჭრა, მეორემ კი – დანა გამოიყენა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 120-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა, ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

შსს-ს პრესცენტრში ასევე განმარტეს, რომ მხილებულია ინციდენტში მონაწილე პირები.

The post ბათუმის ბულვარში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი