სიახლე
ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა
მედიაცენტრი
კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან – სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულდა. ინფორმაცია უკრაინულ მედიას ზელენსკის პრესმდივანმა სერგი ნიკიფოროვმა დაუდასტურა. შემდეგ უნდა დაიწყოს მეორე, გაფართოებული რაუნდი, რომელშიც „ევროპული სამეულის“ ქვეყნების (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებიც მიიღებენ მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. თეთრ სახლში ამ მოლაპარაკებებს „შინაარსიანი“ უწოდეს. The post ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.