,,პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრები ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პოზიტიური და პროდუქტიული იყო” – ლევიტი
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და ისრაელის ლიდერებთან პირისპირ შეხვედრები დაასრულა. „პრეზიდენტმა ტრამპმა დაასრულა შეხვედრები ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან. ორივე შეხვედრა პოზიტიური და პროდუქტიული იყო“, – წერს ლევიტი სოციალურ ქსელში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჯერ უკრაინის პრეზიდენტს უმასპინძლა, ხოლო შემდეგ – ისრაელის პრემიერ-მინისტრს. შეხვედრები მედიისთვის დახურულ კარს მიღმა შედგა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდნენ. ,,მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური პროცესი გამოცოცხლდეს” – ზელენსკი The post ,,პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრები ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პოზიტიური და პროდუქტიული იყო” – ლევიტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →