,,ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას” – მადიარი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას. მისი თქმით, უნგრეთის ხელისუფლებას განზრახული აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ასეთი მოქალაქეების, პირველ რიგში კი, ეთნიკური უნგრელების მიღების საკითხი. მადიარმა გაიხსენა, რომ ივლისის შუა რიცხვებში ევროკავშირმა გადახედა უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის მინიჭების პირობებს და პროგრამიდან გამორიცხა სამხედრო ვალდებულების მქონე პირები, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის სამხედრო მოვალეობის მოთხოვნები არ შეასრულეს. უნგრეთის პრემიერმა ასეთ მიდგომას მიუღებელი უწოდა. „უნგრეთი სხვაგვარად იმოქმედებს და მომავალშიც იტოვებს უფლებას, თავშესაფარი მიანიჭოს გაწვევის ასაკის მამაკაცებსაც, რომლებიც უნგრეთის ტერიტორიაზე გაურბიან ომს. აშკარაა, რომ… The post ,,ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას” – მადიარი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →