გერმანიის შს მინისტრმა მხარი დაუჭირა გასაწვევი ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის დროებითი დაცვის სტატუსის ავტომატური მინიჭების გაუქმებას
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა მხარი დაუჭირა გასაწვევი ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის დროებითი დაცვის სტატუსის ავტომატური მინიჭების გაუქმებას. ამის შესახებ მან ხუთშაბათს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებისას განაცხადა. მინისტრები ლუქსემბურგში უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის დირექტივის გაგრძელების საკითხს განიხილავენ, თუმცა ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით არ იგეგმება. ამჟამად, უკრაინელი ლტოლვილები დროებით დაცვას შესაბამისი დირექტივის საფუძველზე იღებენ, ისე, რომ თავშესაფრის მიღების პროცედურის გავლა არ უწევთ. ეს ცვლილება მხოლოდ იმ მამაკაცებს შეეხება, რომლებიც ევროკავშირში ახლახან შევიდნენ. The post გერმანიის შს მინისტრმა მხარი დაუჭირა გასაწვევი ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის დროებითი დაცვის სტატუსის ავტომატური მინიჭების გაუქმებას appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →