სიახლე

ნეპალში, სტიქიიდან 9 დღის შემდეგ, გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

მედიაცენტრი

ნეპალში, მდინარე ტრიშულიზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან, წყალდიდობიდან 9 დღის შემდეგ, ორი მუშა ცოცხალი ამოიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, ერთ-ერთი გადარჩენილი კიდურებს ვერ ამოძრავებს, ხოლო მეორეს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური პირებისა და მაშველების ვარაუდით, 26 აგვისტოს მყინვარის ჩამოშლის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, მდინარის გასწვრივ მდებარე ექვს ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებულ გვირაბებში, სულ მცირე, 900 ადამიანია ჩარჩენილი. ნეპალ-ჩინეთის საზღვარზე მომხდარ სტიქიას ნეპალში, სულ მცირე, 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, 4 200-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. ჩინური მხარის ცნობით, ტიბეტის ტერიტორიაზე დაღუპულია 21 ადამიანი, ხოლო 540-ზე მეტის ადგილსამყოფელი უცნობია. The post ნეპალში, სტიქიიდან 9 დღის შემდეგ, გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი