სიახლე

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს

მედიაცენტრი

Reuters-ის ცნობით, ნეპალში, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ, ზემო ტრიშული-1 ჰიდროელექტროსადგურის გვირაბში ჩარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ცოცხლად ამოიყვანეს. გადარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ნეპალის არმიამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ცნობისთვის, გუშინ, ზემო ტრიშული 3A ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი მუშა ამოიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე 26 აგვისტოს მომხდარი წყალდიდობის შედეგად, 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5600-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. The post ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი