სიახლე

,,რუსეთს საქართველოსთან, ირანთან, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პოტენციალი აქვს” – შევცოვი

მედიაცენტრი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ალექსეი შევცოვის განცხადებით, მოსკოვს საქართველოსთან, ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასა და აზერბაიჯანთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. აღნიშნულის შესახებ შევცოვმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. რუსეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის თქმით, კრემლს შეუძლია მეგობრულ და ნეიტრალურ სახელმწიფოებს რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის სასარგებლო მოდელები შესთავაზოს, როგორც ამას ჩინეთთან, ბელარუსთან და ყაზახეთთან აკეთებს. „ჩვენ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან. რეგიონთაშორისი კავშირები უბრალო ვაჭრობიდან და საქონელგაცვლიდან ერთობლივი საწარმოო ჯაჭვების შექმნამდე უნდა განვითარდეს“, – განაცხადა ალექსეი შევცოვმა. The post ,,რუსეთს საქართველოსთან, ირანთან, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პოტენციალი აქვს” – შევცოვი appeared first on მედიაცენტრი მთავა…

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი