გუშინ, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზომლეთში მცხოვრები ბადრი კვაჭანტირაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გურიის რეგიონული სამმართველო მას ედავებოდა ერთი ხის მოჭრას უკანონოდ. ბადრი კვაჭანტირაძემ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ დაახლოებით 15 წლის წინ მისი საცხოვრებელი კარმიდამოს ტერიტორიაზე მოჭრა სამი ხე. აქედან ერთზე თურმე ყოფილა კერძო ტერიტორიაზე.
„ეს ტერიტორია იცით სად არის? ჩემს კარმიდამოსთან გვერდით სადაც არის დიდი ქვები და აქედან გამომდინარე იქ მცენარე არ ამოვიდოდა. მთელი სოფელი დაგიდასტურებთ რომ ეს ხეები ჩემს კარმიდამოში მოჭრა მამაჩემმა სახლის მშენებლობის დროს. აქედან ნაწილი გარდაცვლილის სასახლისთვის გამოვიყენეთ. ეს არის სიმართლე და ამ სიმართლეს ყველგან ვიტყვი, დავამტკიცებ,” – თქვა სასამართლო პროცესზე კვაჭანტირაძემ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელმა თავისი სიტყვის დროს აღნიშნა, რომ კვაჭანტირაძემ ერთი ხე მოჭრა კერძო საკუთრებაში და ამის შესახებ დაიწერა შესაბამისი ოქმი. შესაბამისი აპარატურით მოხდა იმის გარკვევა რომ ერთი ხე მოჭრილი იყო კერძო ტერიტორიაზე. ისინი ითხოვდნენ მათ მიერ დაწერილი ოქმის საფუძველზე აღსრულებულიყო კანონი და კვაჭანტირაძის დაჯარიმება მომხდარიყო.
აქვე აღვნიშნათ, რომ კვაჭანტირაძის თქმით, თუ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდოდა 750 ლარის გადახდა მოუწევდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელის თქმით კი საუბარია 450 ლარზე, ხოლო მოსამართლის სიტყვის დროს აღნიშნა, რომ აღნიშნული შემთხვევა კანონმდებლობის მიხედვით 2000 ლარამდე ჯარიმას გულისხმობდა.
საბოლოოდ, თამთა საჯაიას გადაწყვეტილებით კვაჭანტირაძეს მიმართა სამართლებრივი დავა შეწყდა. ის გამართლდა და გახარებულმა დატოვა სასამართლო დარბაზი.
The post რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე თამთა საჯაიამ მოქალაქე ბადრი კვაჭანტირაძის საქმეზე appeared first on გურია ნიუსი.