სიახლე

,,ჰორმუზის სრუტეზე თითქმის სრული კონტროლი გვაქვს, ირანის ეკონომიკა კი სრულად იშლება” – ტრამპი

მედიაცენტრი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრაპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებების განახლებას არ ცდილობს და ვაშინგტონისთვის ამჟამინდელი მდგომარეობა უფრო ხელსაყრელია. „მე არ ვცდილობ ირანის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას, როგორც ეს ABC-ის ყალბმა მედიამ გაავრცელა. საერთოდ არ მაინტერესებს, ხელს მოაწერენ თუ არა ისინი შეთანხმებას, რომელიც მათთვის არაფრის მომცემია“, – წერს ტრამპი. მისი თქმით, ვაშინგტონისთვის ამჟამინდელი მდგომარეობა უფრო ხელსაყრელია, რადგან შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტეზე „თითქმის სრული კონტროლი“ აქვს, ხოლო ირანის ეკონომიკა „სრულად იშლება“. „ისინი უბრალოდ გარდაუვალ შედეგამდე მიდიან. როდის აპირებს ირანელი ხალხი, წინააღმდეგობა გაუწიოს და იბრძოლოს?”, – წერს ტრამპი. The post ,,ჰორმუზის სრუტეზე თითქმის სრული კონტროლი გვაქვს, ირანის ეკონომიკა კი სრულად იშლება” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი