ირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ თმობს
ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ. მათი თქმით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე მართვას ახალ დონეზე გადაიყვანენ, კონტროლს შეინარჩუნებენ და არ დათმობენ „ირანის კანონიერ უფლებებს”. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ „ჰეზბოლასა” და ლიბანელი ხალხის წინააღმდეგ დარტყმები არ შეწყდება – ირანის შეიარაღებული ძალები „გამანადგურებელ და მტკივნეულ წინააღმდეგობას” გაწევენ. მათი თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები „სრულიად მზად არიან წინააღმდეგობა გაუწიონ ნებისმიერ საფრთხეს” და „თითი ჩახმახზე უჭირავთ”. განცხადების თანახმად, უკეთესია აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის “სამარცხვინო მარცხს” გადახედონ და ირანელი ხალხის წინააღმდეგ მუქარებისგან თავი შეიკავონ. The post ირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ თმობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →