სიახლე

სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

მედიაცენტრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულები, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ ,,სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირები, სხვადასხვა დროს, ბათუმში დააკავეს. ამჟამად, ორივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს ”- აცხადებენ შსს-ში. The post სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი