სიახლე

“ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა” – რას წერს რუსული მედია ავტოავარიაზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა

MegaTV

რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Tass-ის ცნო­ბით, ავ­ტო­ბუს­ში, რო­მე­ლიც 30 აგ­ვის­ტოს თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის რე­ის­ზე ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა, თით­ქმის ყვე­ლა მგზავ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო. 30 აგ­ვის­ტოს ღა­მით, “კავ­კა­ზის“ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე, სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და. ავა­რი­ის შე­დე­გად 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 40 კი და­შავ­და. აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე რუ­სე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 238-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით – […]

პირველწყარო →
  • 30 აგ­ვის­ტოს ღა­მით, “კავ­კა­ზის“ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე, სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და. ავა­რი­ის შე­დე­გად 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 40 კი და­შავ­და.

აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე რუ­სე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 238-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით – უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნებ­თან შე­უ­სა­ბა­მო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა, რა­საც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა და 264-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით – საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბი­სა და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, რა­საც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

“გა­მო­ძი­ე­ბა სტავ­რო­პო­ლის მხა­რის პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­ტრო­ლის ქვე­შაა”, – წერს “ტასი” სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით.

მსგავსი