სიახლე
ავტობუსში მყოფი მგზავრების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა – რუსეთში მომხდარი ავარიის დეტალები
მედიაცენტრი
სტავროპოლის მხარეში, ავტომაგისტრალ „კავკაზზე“ მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. რუსული მედიის ცნობით, საგანგებო სამსახურების წინასწარი მონაცემებით, ავტობუსში მყოფი მგზავრების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა. „წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა. ავტობუსიც ქართულია“, – აცხადებენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში. ავარია 30 აგვისტოს ღამეს, დასახლება ინოზემცევოსთან მოხდა. საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და თხრილში გადავარდა. The post ავტობუსში მყოფი მგზავრების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა – რუსეთში მომხდარი ავარიის დეტალები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.