სიახლე

„ყოველ კვირას ახალი სანქციები იქნება“ – აშშ თეირანზე ზეწოლას ამკაცრებს

მედიაცენტრი

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თეირანზე ზეწოლის გასაძლიერებლად ირანთან დაკავშირებული სტრუქტურების წინააღმდეგ ახალ სანქციებს ყოველკვირეულად დააწესებს. „ნახავთ, რომ ყოველ კვირას ასეთი ზომები გაცილებით მეტი იქნება. ჩვენ ვიწყებთ ბანკებიდან და ვეუბნებით მათ, რომ დაუშვებელია ირანული ფულის შენახვა და რეჟიმისთვის დახმარების გაწევა“, – აღნიშნა ბესენტმა. მისივე თქმით, დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ქალაქ ეშვილში იწყება, სხვა ქვეყნებს ირანთან კავშირების გამო მოსალოდნელი სანქციების შესახებ გააფრთხილებს. ვაშინგტონი თეირანის შემოსავლის წყაროების სრულად დაბლოკვას გეგმავს და მზადყოფნას გამოთქვამს, შეზღუდვები დაუწესოს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ახალი სანქციების შესრულებაზე უარს იტყვის. The post „ყოველ კვირას ახალი სანქციები იქნება“ – აშშ თეირანზე ზეწოლას ამკაცრებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი