სიახლე

იმერეთში ყოველ 2.3 მოსახლეზე ერთი მანქანა მოდის

MegaTV

2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 942 480 ერთეულს შეადგენს, აქედან 912 565, ანუ დაახლოებით 47% დედაქალაქში მოძრაობს. თუ მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ, გამოდის, რომ დედაქალაქში მცხოვრებ ყოველ 1.5 მოქალაქეზე ერთი ავტომობილი მოდის, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი 2 მოქალაქეზე ერთ მანქანას შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში […]

პირველწყარო →

თუ მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ, გამოდის, რომ დედაქალაქში მცხოვრებ ყოველ 1.5 მოქალაქეზე ერთი ავტომობილი მოდის, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი 2 მოქალაქეზე ერთ მანქანას შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 3 941 100 ადამიანი ცხოვრობს, აქედან დედაქალაქში – 1 369 400.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ავტომობილი დედაქალაქშია რეგისტრირებული. მთლიანად რეგიონების რეიტინგი კი ასეთია:

  • თბილისი – 912 565 ავტომობილი (ყოველ 1.5 მოსახლეზე ერთი მანქანა)
  • იმერეთი – 212 729 ავტომობილი (ყოველ 2.3 მოსახლეზე ერთი მანქანა)
  • ქვემო ქართლი – 164 627 ავტომობილი (ყოველ 2.6 მოსახლეზე ერთი მანქანა)
  • კახეთი – 152 334 ავტომობილი (ყოველ 2 მოსახლეზე ერთი მანქანა)
  • აჭარა – 130 290 ავტომობილი (ყოველ 3.1 მოსახლეზე ერთი მანქანა)
  • სამეგრელო- ზემო სვანეთი – 108 386 ავტომობილი (ყოველ 2.7 მოსახლეზე ერთი მანქანა)
  • შიდა ქართლი – 96 823 ავტომობილი (ყოველ 2.4 მოსახლეზე ერთი მანქანა)
  • სამცხე-ჯავახეთი – 67 313 ავტომობილი (ყოველ 2.3 მოსახლეზე ერთი მანქანა)
  • მცხეთა-მთიანეთი – 45 257 ავტომობილი (ყოველ 2 მოსახლეზე ერთი მანქანა)
  • გურია – 40 749 ავტომობილი (ყოველ 2.5 მოსახლეზე ერთი მანქანა)
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11 409 ავტომობილი (ყოველ 2.6 მოსახლეზე ერთი მანქანა)

მსგავსი