სიახლე

აფხაზ ბლოგერს ძალადობის კვალი არ აღენიშნება – შსს

მედიაცენტრი

თბილისში გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარს, პირველადი დათვალიერების შედეგად, ძალადობის კვალი არ აღენიშნება. აღნიშნული ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების ცნობით, ბუავას ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული, სადაც სიკვდილის ზუსტი მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზა ტარდება. დაურ ბუავა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდო ცნობებით, იგი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. The post აფხაზ ბლოგერს ძალადობის კვალი არ აღენიშნება – შსს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი