სიახლე

კიდევ ერთხელ შევამოწმებთ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებით, დადიანიძის კვალი გაქრა – შსს

Alia

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, კიდევ ერთხელ შეამოწმებენ იმ ტერიტორიას, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, დღეიდან კიდევ ერთხელ შეამოწმებენ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე გურამ დადიანიძის კვალი გაქრა. სამძებრო […] The post კიდევ ერთხელ შევამოწმებთ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებით, დადიანიძის კვალი გაქრა – შსს appeared first on .

პირველწყარო →

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, კიდევ ერთხელ შეამოწმებენ იმ ტერიტორიას, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, დღეიდან კიდევ ერთხელ შეამოწმებენ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.

სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.

გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება.” – ნათქვამია უწყების კომენტარში.

The post კიდევ ერთხელ შევამოწმებთ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებით, დადიანიძის კვალი გაქრა – შსს appeared first on .


მსგავსი