ლაიფციგში აღმოჩენილ დრონს რუსეთის სამხედრო დაზვერვას უკავშირებენ
გერმანიის ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად ნაპოვნ ასაფეთქებელ დრონს რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდა. შეფასება ამერიკულმა მხარემ გერმანიის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო უწყებებთან ერთობლივი მოკვლევით გააკეთა. 4 აგვისტოს ასაფეთქებელი ნივთიერებითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონის აღმოჩენამ აეროპორტის დროებითი დახურვა გამოიწვია. მოწყობილობა არ აფეთქებულა, რადგან მისი გამშვები მექანიზმი გათიშული იყო, გამნაღმველებმა კი მისი გასაუვნებელყოფა რობოტით შეძლეს. გამომძიებლების ვარაუდით, დრონის მიზანი თვითმფრინავების მწყობრიდან გამოყვანა, უკრაინისთვის ტვირთების მიწოდების შეფერხება და გერმანიის გაფრთხილება იყო. ლაიფციგის აეროპორტს აშშ-ის სამხედროები და ნატო-ს მოკავშირეები უკრაინაში იარაღის ტრანსპორტირებისთვის იყენებენ. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ბრალდებები უარყო და… The post ლაიფციგში აღმოჩენილ დრონს რუსეთის სამხედრო დაზვერვას უკავშირებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →