,,ახლა წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ, 10-ს და იქნება 20″ – ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინა ამჟამად წელიწადში 10 მილიონ უპილოტო საფრენ აპარატს აწარმოებს და სამომავლოდ წარმოების მოცულობის 20 მილიონამდე გაზრდას აპირებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. პრეზიდენტმა გაიხსენა პერიოდი, როდესაც ქვეყნის სამხედრო გეგმები საზოგადოებაში ეჭვს იწვევდა, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. “მახსოვს, პირველად როდესაც სახელმწიფოს გეგმა საჯაროდ გავახმოვანე – წელიწადში 1 მილიონი დრონის წარმოება. სკეპტიციზმი ყველგან იყო – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ახლა კი შეგვიძლია ვთქვათ: წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ. 10-ს და იქნება 20”, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ… The post ,,ახლა წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ, 10-ს და იქნება 20″ – ვოლოდიმირ ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →