მასუდ პეზეშკიანი ქვეყნის ეკონომიკურ სირთულეებს აღიარებს
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა „სრულმასშტაბიან ომში“ იმყოფება და აღიარა ქვეყნის ეკონომიკური სირთულეები იმ ფონზე, როდესაც აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის ემზადება. „მთელი ჩვენი ძალისხმევით ვცდილობთ, რომ ინფლაცია, საზოგადოებაში არსებული პრობლემები, ხალხის საარსებო პირობები, სამუშაო ადგილები, მომავალი და თავად ადამიანების ცხოვრება ღირსეულ და საამაყო მდგომარეობამდე მივიყვანოთ“, – განაცხადა პეზეშკიანმა. როგორც მედია წერს, ირანი, რომელიც უკვე გამოფიტულია წლების განმავლობაში დაწესებული სანქციებით და ომის შედეგებს ებრძვის, ახლა ახალი გამოწვევის წინაშე დგას: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის ეკონომიკაზე კიდევ უფრო დიდი ზეწოლით იმუქრება. მანამდე, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ… The post მასუდ პეზეშკიანი ქვეყნის ეკონომიკურ სირთულეებს აღიარებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →