სიახლე

,,ირანის სარაკეტო პროგრამა აშშ-სთან მემორანდუმის ნაწილი არ არის” – მასუდ პეზეშკიანი

მედიაცენტრი

ირანის სარაკეტო პროგრამა შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ნაწილი არ არის და არც არასდროს გახდება დისკუსიის საგანი, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა პაკისტანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. პეზეშკიანის მტკიცებით, ქვეყნის სარაკეტო პროგრამა ეროვნული თავდაცვისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. „ჩვენი რაკეტების შესახებ დისკუსია ურთიერთგაგების მემორანდუმში არ არსებობს და არც არასდროს იქნება. რაკეტები რომ არ გვქონოდა, რომლებსაც ჩვენი თავდაცვისთვის ვიყენებთ, ისრაელი და შეერთებული შტატები ირანს გაანადგურებდნენ“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. აღნიშნული განცხადებები პეზეშკიანმა ისლამაბადში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გააკეთა, სადაც პაკისტანის ოფიციალურ პირებთან ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების… The post ,,ირანის სარაკეტო პროგრამა აშშ-სთან მემორანდუმის ნაწილი არ არის” – მასუდ პეზეშკიანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი