,,კრემლი აკვირდება ყოველ რეაქციას და ამოწმებს, რამდენად შორს შეუძლია წასვლა” – ანდრეი სიბიგა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ რუსეთი მოკავშირეების რეაქციებს აკვირდება, რათა დაადგინოს, რამდენად შორს წასვლა შეუძლია. „ინციდენტები სულ უფრო ხშირი ხდება და ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს რუსეთი. კრემლი აკვირდება ყოველ რეაქციას და ამოწმებს, რამდენად შორს შეუძლია წასვლა“, – დაწერა სიბიგამ სოციალურ ქსელში. მინისტრის თქმით, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება, საფრთხე ქვეყნის საზღვრებს მიღმაც გავრცელდება, ხოლო მოსკოვის შეკავება და მისი გათვლების შეცვლა მხოლოდ გაზრდილი ზეწოლითა და კოლექტიური პასუხით არის შესაძლებელი. სიბიგას განცხადება ესტონელი კოლეგის პოსტს მოჰყვა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა იმის შესახებ, რომ ნატო-ს… The post ,,კრემლი აკვირდება ყოველ რეაქციას და ამოწმებს, რამდენად შორს შეუძლია წასვლა” – ანდრეი სიბიგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →