სიახლე

ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე პოლიციის ოფიცრებისთვის განზრახ მანქანის დაჯახებისთვის ბრალდებული სიკვდილით დასაჯეს

მედიაცენტრი

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც იანვარში, კარაჯში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ოფიცრების განზრახ დაშავებაში იყო ბრალდებული. საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, შაჰრამ სადეგი 8 იანვარს კარაჯში პოლიციის ოფიცრებისთვის მანქანის განზრახ დაჯახებაში დაადანაშაულეს. მომხდარის შედეგად, შვიდი ოფიცერი დაშავდა, რომელთაგან ერთი, სავარაუდოდ, სამი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. სასამართლომ სიკვდილით დასჯის გარდა ბრალდებულის აქტივების კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო „ირანის ჯაშუშობის შესახებ“ კანონის საფუძველზე „ისრაელის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მტრულად განწყობილი დაჯგუფებების სასარგებლოდ განხორციელებული ოპერატიული მოქმედების გამო“. განაჩენი კვირას დილით ადრე აღსრულდა. The post ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე პოლიციის ოფიცრებისთვის განზრახ მანქანის დაჯახებისთვის ბრალდებული სიკვდილით დასაჯეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი