სიახლე

ირანში ანტისამთავრობო აქციების ორი მონაწილე საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს

მედიაცენტრი

ირანში საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომლებიც წელს გამართულ მასშტაბურ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ. ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, აბოლფაზლ სეფაჰი ბაჯანი და ამირჰოსეინ საფარი ჰოსეინაბადი სიკვდილით გამთენიისას, ალი ხანის მოედანზე დასაჯეს. ორივე მათგანი იმ 14 ადამიანს შორის იყო, რომლებსაც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ საქმეზე უმაღლესი სასჯელი მიესაჯათ. ირანის ხელისუფლებამ მომიტინგეებს ბრალი დასდო უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ძალადობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ცეცხლგამჩენი მოწყობილობების გამოყენებაში, საზოგადოებრივი ქონების დაზიანებასა და მოკლულთა ცხედრების დაწვაში. The post ირანში ანტისამთავრობო აქციების ორი მონაწილე საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი